,,მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, გააგრძელონ უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენა, რადგან ომი 300 დღეა გრძელდება,“ – ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრიანის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხალხი და ზელენსკის ხელმძღვანელობა იყო შთაგონება.
„ახალი წლის დადგომისას მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა ხალხმა და მსოფლიომ პირდაპირ გაიგოს თქვენგან ბატონო პრეზიდენტო, გაიგონ უკრაინის ბრძოლისა და 2023 წლამდე ერთად დგომის აუცილებლობის შესახებ“, – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენი მიესალმა უკრაინელებს მათი „ურყევი მონდომებისთვის“ და „აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციისთვის“.
„მნიშვნელოვანია პირადად საუბარი, თვალებში ჩახედვა, რადგან ამ საშინელი კრიზისის ხელმძღვანელობა, როგორც თქვენ აკეთებთ ბატონო პრეზიდენტო, შთააგონა უკრაინელი ხალხი, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო,” – განაცხადა ბაიდენმა.
”თქვენ არასოდეს დარჩებით მარტო”, – დასძინა ბაიდენმა.
ავტორი