გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაში, უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან ნალექია მოსალოდნელი.
“26 დეკემბრის დღის პირველ ნახევრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 26 დეკემბერს დღის ბოლოს კი ამინდი შეიცვლება. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს +12 გრადუსამდე. მოსალოდნელია ნალექი. მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 0-ს მიუახლოვდება, ამიტომ 27-28 დეკემბერს მაღალ მთაში მოთოვს.
ხოლო 29 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს”,_ ამბობს გვაზავა.