“სასახლესთან მოსული ათასობით ჩვენი მოქალაქე არავის შევარდნია. მათი უმრავლესობა ის ადამიანები იყვნენ, ვინც ყოფილი პრეზიდენტის სასტიკი მეთოდები საკუთარ თავზე გამოსცადა. იქ ის მშობლები იდგნენ, ვისი შვილებიც სააკაშვილის რეჟიმმა იმსხვერპლა.
საუბედუროდ, ასეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრია და ისინი არასოდეს დაუშვებენ შერჩევით სამართალს. ქალბატონო პრეზიდენტო, ამ ადამიანების უმრავლესობამ მხარი დაგიჭირათ და ახლა თქვენს კარზე სამართლიანობის მოთხოვნით მოვიდნენ.
ისინი არავის უვარდებიან, მაგრამ არც არავის აპატიებენ ღირსების შელახვას!”_აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, რიმა ბერაძე ავრცელებს.