აშშ-ში, საცალო სავჭრო აფთიაქებში, აბორტის აბი გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.
როგორც ცნობილია, ამჟამად პაციენტები აბორტის აბს პირადად სამედიცინო პროვაიდერისგან იღებენ.
ახალი წესით დანიშნულება კვლავ საჭიროა, მაგრამ პაციენტებს ახლა შეუძლიათ აბების აღება მაღაზიაში ან ფოსტით. ამ ნაბიჯმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააფართოოს აბორტის ხელმისაწვდომობა მედიკამენტების საშუალებით.
ცნობისთვის, აბორტის აბები უფრო მოთხოვნადი გახდა გასული წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც გააუქმა აბორტის უფლება, რამდენიმე შტატმა აკრძალა ან მკვეთრად შეზღუდა აბორტის ხელმისაწვდომობა.
აშშ-ში აბორტების ნახევარზე მეტი უკვე კეთდება აბებით და არა ოპერაციით, პრო-არჩევის Guttmacher ინსტიტუტის თანახმად.