ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“იმ ღამეს, როდესაც ქვეყნად იესო მოევლინა, მარიამი პირველად ხორბლით დაპურდაო, ამიტომ საქართველოში ოდითგან, საშობაოდ თურმე ხორბალს ხარშავდნენ, ზოგიერთ ოჯახში ეს დღემდე შემორჩენილია, თუმცა, ჩემებს არასოდეს მოუხარშავთ, არ ვიცი, რატომ მიივიწყეს ეს ტრადიცია – შობის წინა ღამეს ხორბალს ალბობდნენ, მერე ქვიჯაში ცეხვავდნენ, აშრობდნენ და ბოლოს ხარშავდნენ, შეზავებით კი ნივრით , ნიგვზით და მარილით აზავებდნენო ან სულაც მხოლოდ მარილითო.
შარშან საშობაო ხორბალი პირველად მოვხარშე და წელსაც ასე ვიზამ, რა ვიცი, რაღაცნაირად მიხარია – შობისთვის დედა ღვთისმშობლს ულუფას ვუმზადებ.
რაც ეს ტრადიცია შევიტყვე, მას შემდეგ ბევრს ვკითხე, მაგრამ მხოლოდ სვანები მიდასტურებენ, რომ კიიი, საშობაო ხორბალი წინაპრებიდან ახსოვთ და დღემდე თვითონაც ხარშავენ! მოხარშეთ თქვენც, დედა ღვთისმშობელს სულ ერთი მუჭა ხორბალი დააპურებს!“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.