ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდივანში ცენტალურ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მერის წარმომადგენელი დიდი ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელენე ზაქარეიშვილი ავრცელებს.
როგორც “გურია ნიუსს” ზაქარეიშვილმა განუცხადა, ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.
“დაშავებით არავინ დაშავებულა. ეს ადგილი იყო დამეწყრილი. გაიწმინდა დაახლოებით ერთი თვის წინ, მაგრამ ახლა ცუდი ამინდების შედეგად კიდევ ჩამოვიდა ზვავი. დავუკავშირდით მერს, მალევე გამოიგზავნა ტექნიკა და გზა გაიწმინდა. ამჟამად გადაადგილება შესაძლებელია”,_ გვითხრა ელენე ზაქარეიშვილმა.
ავტორი