სტიქია კვლავ მძვინვარებს სამტრედიაში.
ძლიერი ქარის გამო დიდი ზარალი მიადგა როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო ობიექტებს. ქალაქის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა მოთხარა ხე- ნარგავები, რის შედეგადაც დაწყვეტილია ელექტრო სადენები.
სამტრედიაში დაზიანების გამო ძირითადი ფიდერები გამორთულია და მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
12 იანვრის გამთენიისას ძლიერმა ქარმა რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე ,,ნიკორას” ორსართულიან შენობას სახურავი გადახადა, რომლის ნაწილებიც დაცვივდა საავტომობილო გზაზე და მოპირდაპირედ მცხოვრებ ნადირაძეების ეზოში. საბედნიეროდ, შემთვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამტრედიაში სტიქიური მოვლენების პირველივე საათებში ცხელი ხაზი გაიხსნა, სადაც დაზარალებულ მოსახლეობას დახმარების მიზნით შეუძლია, მიმართოს.
ავტორი