“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყვავისტყეში. როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, ხანძარი ბუხრის საკვამურ მილში გაჩნდა.
“ნორა ჯიქიას ოჯახში, ბუხარში გაჩნდა ცეცხლი. ძალიან საშიში მდგომარეობა შეიქნა ქარის გამო. ადგილზე დროულად მივიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ხანძარს ზარალი არ მიუყენებია ოჯახისთვის”, _ ამბობს წყარო “გურია ნიუსთან.