ცოტა ხნის წინ ესპანეთის დედაქალაქში უჩვეულო სასტუმრო გაიხსნა, რომელიც ნაგვის ნარჩენებისგან არის აგებული. სასტუმრო გერმანელმა კონცეპტუალისტმა მხატვარმა ჰანს შულტმა დააპროექტა და ააგო.
ეს უცნაური და აჭრელებული ნაგებობა 12 ტონა ნაგვისგან აშენდა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პლაჟებზე შეაგროვეს. ნაგვის სასტუმრო ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი მადრიდში.
სასტუმროს კარკასი ხისგან არის დამზადებული, გარე კედლები კი ყველანაირი ნაგვისგან: ძველი ფეხსაცმელების, დამტვრეული მანეკენების, კასეტების, დამსხვრეული ჭურჭლის, დაფხრეწილი საბავშვო წიგნების, გაზეთების ნაკუწების, პლასტმასის ბოთლების, დახეული წინდების, კომპიუტერის ნაწილების და სხვა ამგვარი ხარახურისგან.
პროექტის სპონსორი, რომლის სლოგანიცაა „გადავარჩინოთ პლაჟები”, წამყვანი მექსიკური ლუდის მწარმოებელი კომპანია „კორონიტაა”. მისი ღირებულება ნახევარი მილიონი ევროა.
ავტორი