თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტები უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით თბილისში აქციას მართავენ. ეს დღე მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანასა და ქალაქში აღინიშნება.
მშვიდობის ხიდზე შეკრებილი აქტივისტებმა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად ჯაჭვი გააკეთეს.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ “მსოფლიოსთან ერთიანობის ჯაჭვში” – არის სიმბოლო იმისა, რისთვისაც ყველა ერთად იბრძვის. აქ შეკრებილ ადამიანებს ხელში უჭირავთ უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების დროშები, რომლებიც აქტიურად მხარს უჭერენ უკრაინას დღეს.
ცნობისთვის, 1919 წელს საუკუნეების გაპარტახებულ ქვეყანაში უკრაინელი ხალხი ერთიან უკრაინულ სახელმწიფოში თავის მიწაზე გაერთიანდა ერთიანობის და საკუთარი ქვეყნის განვითარების სურვილისათვის. ასი წლის შემდეგ უკრაინელები ისევ ერთიანდებიან და ისევ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს დაბრუნებას ითხოვენ. თუმცა აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ არის განსხვავება. კერძოდ, ის, რომ ახლა მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია უკრაინის გარშემო.
ავტორი