იაპონელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ადამიანის ახალგაზრდობის და უკვდავების საიდუმლოს მიაგნეს. ოსაკას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ორგანულ სისტემაში შემავალი ერთ-ერთი ცილა უშუალოდ ზემოქმედებს დაბერების პროცესზე. აღმოჩენის წყალობით, მეცნიერებმა ქსოვილის დაბერების პროცესის შეჩერება შეძლეს.
უჯრედების დაბერებაზე პასუხისმგებელ ცილას C1q წარმოადგენს. აქამდე მის შესახებ ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ იგი ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციონირებას განსაზღვრავს.
ამ ფენომენალურ აღმოჩენას უარყოფითი მხარეც აქვს. C1q-ის „მიძინების“ შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემის ეფექტურ მუშაობას ექმნება საფრთხე. მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ცილის ისე მართვა, რომ იმუნურმა სისტემამ ფუნქციონირება განაგრძოს და ადამიანს ახალგაზრდობაც შეუნარჩუნოს. სწორედ ამ მიმართულებით განაგრძობენ იაპონელი მეცნიერები მუშაობას.
ავტორი