ახალგაზრდობის შენარჩუნება კაცობრიობის აუხდენელი ოცნებაა. ფრანგმა მეცნიერებმა ოცნება რეალობად აქციეს და ახალგაზრდობის ელექსირი გამოიგონეს. პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხილის მჟავადან 60 ატომისგან შემდგარი ცილა – ბაკმინსტერფულერენი შექმნეს.
მეცნიერებმა მედიკამენტის ეფექტურობა ვირთხებზე გამოსცადეს. ექსპერიმენტში მათ მღრღნელების სამი ჯგუფი გამოიყენეს: ერთი კონტროლირებადი და ორი ექსპერიმენტული. პირველი ჯგუფის ცხოველები ჩვეულებრივ იკვებებოდნენ, მეორე ჯგუფის მღრნელებს გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე ზეითუნის ზეთს ასმევდნენ. მესამე ჯგუფის წევრებისთის კი, მეცნიერებმა ზეითუნის ზეთში ბაკმინსტერფულერენი (ბაკიბოლი) გაურიეს.
შედეგად, პირველი ჯგუფის ვირთხებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 22 თვე შეადგინა, მეორისთვის – 26 თვე, მესამე ჯგუფში შემავალმა ვირთხებმა კი, 42 თვე იცოცხლეს. ბაკმინსტერფულერენის ეფექტმა, ფაქტობრივად, 2-ჯერ გაუხანგრძლივა სიცოცხლე მღრღნელებს.
მეცნიერები ნაზავის გამაახალგაზრდავებელ შედეგს ანტიოქსიდანტური მოქმედებით ხსნიან. ფრანგი სპეციალისტების თქმით, მიღებული შედეგები მედიკოსებისა და ტოქსიკოლოგებისთვის იქნება სასარგებლო. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ფულერენი იქნება ეფექტური არამარტო სიმსივნესა და ნეირო დაავადებებთან, არამედ – ორგანიზმის დაბერებასთან საბრძოლველად.
ავტორი