პოლიციამ თბილისში ბებიის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 26 წლის ახალგაზრდა ბებიის მკვლელობის დაკვეთის გამო დააკავეს.
შსს-მ მოგვიანებით ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უკვეთდა მკვლელს ბებიის მკვლელობას 26 წლის კაცი. როგორც ჩანაწერიდან ვიგებთ, მას კონკრეტული საბუთები სჭირდებოდა, რის გამოც ბებიის სახლში მკვლელი მოტყუებით უნდა შესულიყო.