უბედური შემთხვევა მოხდა დღეს სამტრედიაში. ქალაქის ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსის შენობის სახურავიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამტრედიაში, ეგრეთ წოდებულ ნახალოვკაში მცხოვრები 44 წლის ლაშა ნადირაძე ქარისაგან დაზიანებული სახურავის აღდგენაზე მუშაობდა, რა დროსაც მან თავი ვერ შეიკავა და სახურავიდან გადმოვარდა.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვალება დაადასტურა.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახს.
ავტორი