ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუსის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. ,,ტვ მონიტორინგის ინფორმაციით” მძიმე ავარიას 22 წლის ბიჭი, თენგო ლუკაშვილი ემსხვერპლა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან იყო.
ახალგაზრდა მამაკაცი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და სწორედ საზღვარგარეთიდაან დაბრუნების შემდეგ, ნაყიდი ავტომობილით მოძრაობდა.
,,ძალიან კარგი ბავშვი იყო, წლები მუშაობდა საზღვარგარეთ, რომ საკუთარი მომავალი ჰქონოდა, სწორედ იქ ნამუშავარი ფულით იყიდა ეს მანქანაც და ზუსტად ერთ წამში დაასრულა სიცოცხლე. დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ყველა ვტირით” – ამბობსერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, მძიმე ტრაგედია სოფელ რუისთან გუშინ შუადღით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მუშაობდნენ, სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: ,,ტვ მონიტორინგი”