კვლევამ აჩვენა, რომ “მესიჯობის” დროს თინეიჯერები გრამატიკულ სტანდარტებს არღვევენ, სიტყვებს შემოკლებით, შესაბამისად, შეცდომით წერენ.
პენსილვანიის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს გრამატიკული ტესტი მისცეს და ჰკითხეს, რამდენად ხშირად “მესიჯობდნენ”. აღმოჩნდა, რომ “მესიჯობის” სიხშირემ გავლენა მოახდინა ტესტის შედეგზე.
„მიღებული მონაცემების მიხედვით, ტესტში აღებული ქულა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად იყენებენ მოსწავლეები ტექსტურ შეტყობინებებს საურთიერთოდ. უარესი შედეგი იმათ ჰქონდათ, ვინც უფრო ხშირად “მესიჯობს“”, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დრიუ სინგელი.
ავტორი