“ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ რეჟიმი. ეს იქნება გამარჯვება”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა “გურია ნიუსთან” საუბრისას ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლანჩხუთში, კახა ასკურავამ ენმ-ში ჩატარებულ არჩევნების შეფასებისას საუბრისას.
“აუცილებლად მიმაჩნდა ამ არჩევნების ჩატარება. ვიყავი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის ღია მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ პროცესი ძალიან საინტერესო. ამას თავად ციფრები მეტყველებს. 50 000 დარეგისტრირებული კაცი და ძალიან მაღალი აქტივობა ემიგრანტების, ვისაც ეჩქარებათ ცვლილებები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და ასევე ქვეყანაში.
ვულოცავ ბატონ ლევანს. უდიდესი პასუხისმგებლობაა და მეორე მხარეს, ვინც არჩევნებში დამარცხდა, ვუწვდით თანამშრომლობის ხელს. ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ რეჟიმი. ეს იქნება ნამდვილი გამარჯვება. ეს იყო მოგება”,_ ამბობს კახა ასკურავა.