დღეს, ოზურგეთში, ბაზარში, ერთი კილოგრამი ყველი, რომელსაც საოჯახო პირობებძში დამზადებულ, ნატურალური ყველის სახით ყიდიან, 12 -13 ლარი ღირს.
თუ ერთი თვის წინანდელ ფასებს გადავხედავთ, დღევანდელი ფასი 7-8 ლარით ნაკლებია.
გამოიწვია თუ არა ეს კლება, დიდ თუ პატარა მარკეტებში აქტიურად შემოტანილმა, ქარხნული წესით დამზადებულმა ყველის დაბალმა ფასმა? ეს მომხმარებლებს არ სჯერათ.
-გჯერათ, რომ ბაზარში რაც იყიდება, ოჯახის ყველია? ყველამ იშოვა ეს ფხვნილი და ამზადებენ ან ურევენ რძეში. ყველსაც ეტყობა. მოკიდებ ხელს და იფშვნება, ადვილად ტყდება, – ბუზღუნებენ მომხმარებლები.
თუმცა, ბაზარში, დახლებთან მდგომი გამყიდველები იფიცებიან, რომ სოფლებიდნ მოტანილ ნატურალურ ყველს ყიდიან.
თავის მხრივ, ქარხნული წესით დამზადებულ ყველს , საშიში არაფერი აქვს. თუ ტექნოლოგია სათანადოდ არის დაცული. აქ განსხვავება ისაა, რომ მომხმარებელი ნატურალურად მხოლოდ საოჯახო პირობეში დამზადებულ ყველს მიიჩნევს და ამ კულტო პროდუქტის გარეშე სუფრა და საკუთარი მენიუ ვერ წარმოუდგენიათ.
რაკი ამ პერიოდში პირუტყვი ნაკლებად იწველება, რაოდენობაც შემცირებულია და ნატურალური რძის პროდუქტი ძნელად მოსაპოვებელი, ამიტომ გაჩნდა ეჭვი რომ დღეს ასე გაიაფებული ყველი, ნატურალური არ არის.
მომხმარებლებს შორის გადაძახილმაც იმატა: „ეივსო ამ ფხვნილის ყველით ყველაფერი“.
ავტორი