ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.
კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? – გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია, 76% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, დარჩენილი 4% კი ამბობს, რომ არ იცის.
აღნიშნული კვლევის თანახმად, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.
კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? [დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით] – ეროვნულ დონეზე 20% ამბობს, რომ ემიგრაცია მოსალოდნელია, 76 ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი და 4%-ის თქმით არ იციან.
NDI-ის განმარტებით, ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ ვიდრე ქალები. ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით, ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.
კვლევა 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-1.6 პროცენტია.
ავტორი