კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს, _ ინფორმაციას “მოზაიკანიუსი” აქვეყნებს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.
ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.
” გარეული ცხოველისგან არის, სავარაუდოდ, დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს”, – ამბობს მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.