https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ შეცვალა ლეილას გაკვეთილებმა ყარაჯალაში ქალების ყოველდღიურობა

17:16; 2.02.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

თელავიდან 6 კილომეტრში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი ყარაჯალაა. სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლასა და მეჩეთს შორის, ყარაჯალის სათემო ცენტრის შენობაში, ლეილა ბალაშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებსა და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის.

ლეილა მასწავლებელი, როგორც მას ადგილობრივები იცნობენ, ქმართან და 4 ძაღლთან ერთად მეზობელ სოფელში, რუისპირში ცხოვრობს. იმის გამო, რომ სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება, კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, ქართულის გაკვეთილების ჩასატარებლად ჯერ თელავში ჩადის, იქიდან კი — ყარაჯალაში.

„როცა გაკვეთილზე მივდივარ, წინასწარ ვღელავ. ვემზადები, რომ პროცესი მოსაწყენი არ იყოს. ზოგიერთმა მოსწავლემ ქართული საერთოდ არ იცის, ზოგს ლაპარაკის კომპლექსი აქვს, ჰგონია, დასცინებენ. მათთვის სულ სხვანაირად ვემზადები“, _ ამბობს ლეილა.

ყარაჯალელი ქალების მსგავსად, ლეილას ყოველი დღე საოჯახო საქმეებით იწყება, დროდადრო სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთს ამუშავებს და გაზაფხულისთვის ამზადებს. მებოსტნეობა მისი საყვარელი საქმიანობაა.

პროფესიით ფილოლოგია. 14 წელი ნაფარეულის საჯარო სკოლაში მასწავლებლად იმუშავა. მოგვიანებით, როცა შვილებზე ზრუნვამ მისგან დამატებითი ძალისხმევა მოითხოვა, იძულებული გახდა, სამსახური მიეტოვებინა. წლების შემდეგ ყარაჯალის ბაღში აღმზრდელად დასაქმდა. სწორედ აქედან იწყება ლეილას ბრძოლა ყარაჯალელი ქალებისთვის.

„ბაღში რომ დავიწყე მუშაობა, ჩემი შვილები აქ აღარ ცხოვრობდნენ, უკვე სტუდენტები იყვნენ. რომ ვთქვი, მუშაობას ვიწყებ-მეთქი, ისეთი აღფრთოვანება გამოხატეს… მაშინ მივხვდი, ჩემს შვილებს მოსწონდათ და უხაროდათ დედა, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობდა და საზოგადოებასთან ადაპტირებული იყო“, _ გვიყვება ლეილა.

ყარაჯალაში მცხოვრები ქალების ნაწილი ადრეულ ასაკში, ზოგჯერ იძულებით ქორწინდება. ქართული ენის არცოდნის გამო მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო სერვისებზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, რეგულარულ ანაზღაურებად სამსახურზე, შემოსავალსა და ქონებაზე. არ აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ჩემთან მშობლები რომ მოდიოდნენ, ეტყობოდათ, რომ რაღაცნაირად დათრგუნულები იყვნენ. რომ გეთხოვა, აი, ცოტა ხანს დარჩით, სასაუბრო მაქვს, გეტყოდათ, დედამთილი ან მამამთილი გამიბრაზდება, რომ დავიგვიანოო. ასეთი პრობლემები ჰქონდათ“, _ აღნიშნავს ლეილა.

ამ მოცემულობაში ლეილას მიზანი მხოლოდ ქართულის სწავლება არასდროს ყოფილა. მას სურდა, ყარაჯალელ ქალებს გაძლიერებასა და სოციალიზაციაში დახმარებოდა.

“სულ მაწუხებდა ის, რომ მშობლებთანაც კი ვერ ვახერხებდი კომუნიკაციას, არამცთუ — ბავშვებთან. ოჯახები არ ლაპარაკობდნენ ქართულად. მოდიოდნენ მშობლები, რომლებიც რუსულად მესაუბრებოდნენ. სასტიკად ავუკრძალე, არცერთ შემთხვევაში არ დამელაპარაკოთ რუსულად, ქართულად მელაპარაკეთ-მეთქი.

კაცებმა იციან ქართული. სერიოზულად. იციან და ლაპარაკობენ. თელავთან არიან ძალიან ადაპტირებულები. ქალები ჩაკეტილები არიან. ძირითადად, ოჯახს, ბოსტანს, ცხოველებს უვლიან. მაღაზიაშიც კი ქმარი მიდის ან მამამთილი”, _ გვიყვება ლეილა.

სწორედ ყარაჯალის ბაღში, პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს წარმომადგენლებისგან შეიტყო, რომ ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის (WECF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტ “ქალების ძალას” ახორციელებდა, რის შემდეგაც მისი ყოველდღიურობა შეიცვალა. ლეილას იდეა დაფინანსდა და ასე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყარაჯალის სათემო ცენტრი, რომლის მიზანია, ქალებს ცნობიერების ამაღლებასა და პიროვნულ განვითარებაში დაეხმაროს.

პროექტი მიზნად ისახავს ქალების მხარდაჭერას, რათა ისინი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად მონაწილეობდნენ და პატრიარქალური აზროვნება თუ სტერეოტიპები შეცვალონ. თუმცა, ვიდრე ქართულის მასწავლებელი და მისი წამოწყება ყარაჯალის მცხოვრებლების ნდობას დაიმსახურებდა, არაერთი დაბრკოლება გადალახა.

“ეჭვის მომენტი ჰქონდათ, “უფასოდ ვინმე რამეს გვასწავლის, ვინმე რამეს გაგვიკეთებს”? ზოგიერთ ქალს გაკვეთილებზე ოჯახის წევრები არ უშვებდნენ, ვიღაცებს ქმრები აცილებდნენ და აქ ელოდებოდნენ. შევხვდი ამ ადამიანებს, ისინიც მოვიწვიე. სხვათა შორის, ერთი დედამთილი რძალთან ერთად მოვიდა”, _ იხსენებს ლეილა.

მისი მთავარი გაკვეთილია, ყველა ქალი იყოს ბედნიერი და წარმატებული, პირველ რიგში — საკუთარი თავისთვის.

„ყველა ქალს მინდა, გავაგებინო, თუ თქვენ არ გაქვთ პრეტენზია არაფერზე და არაფერს აკეთებთ, არც თქვენს შვილზე არ გექნებათ პრეტენზია. იმ ჯგუფთან, რომელთანაც ვმუშაობ, ნამდვილად მივაღწიე ამას: ყველა ქალმა დარწმუნებით თქვა, რომ არა, მე ჩემს გოგოს სკოლიდან არ გამოვიყვან და განათლებას მივცემ“, _ ამბობს ლეილა.

დღეს ლეილამ ყარაჯალელი ქალების პრობლემები ზეპირად იცის. ახალგაზრდა გოგოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევაში ეხმარება.

“როცა დედაჩემმა შემატყობინა ამ კურსის შესახებ, ძალიან გამიხარდა. მარტო სკოლა და სახლი მოსაბეზრებელი იყო ჩემთვის. აქ მეგობრები შევიძინე, ბევრი რაღაც ვისწავლე, გავატარეთ მხიარული დრო”, _ გვიყვება ლეილას მოსწავლე, მარიკა ასანოვა, თან დროდადრო მასწავლებელს გახედავს. ასე რწმუნდება, რომ მისი ყოველი ქართული სიტყვა გამართულია.

ლეილას დახმარებით ერთ-ერთი მოსწავლე სამხატვრო სკოლაში მოხვდა, მეორეს კი მასწავლებელი ოპერაციისთვის დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარა. ახლა ლეილა ერთ გოგოზე წუხს, რომელსაც ვეტერინარიის შესწავლა უნდა, თუმცა თელავში შესაბამისი კოლეჯი არ არის, თბილისში კი წასვლას ვერ შეძლებს.

“ბევრმა ქართულად ხელის მოწერაც კი არ იცის. შარშან ლეილა მასწავლებელი დამეხმარა, სამხატვრო სკოლაში წავსულიყავი და დღემდე იქ ვსწავლობ. მინდა, ბიჭებიც ჩაერთონ ასეთ პროექტებში”, _ გვეუბნება აისელ ოსმანყიზი.

ლეილა ამბობს, რომ მისთვის და ყარაჯალელი ქალებისთვის ქართულის გაკვეთილები საკუთარი თავისთვის დათმობილი დროა, რაც მათთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

“ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა ამ პროექტმა. იმან, რომ ქალებთან უნდა წავიდე შესახვედრად და ჩემი ცოდნა გადავცე, სიცოცხლისუნარიანი გამხადა, უფრო ხალისიანი.

სოფლად მცხოვრებ ქალებს არ გვაქვს მარტივი ცხოვრება. განა ვინმე მიშლის, რომ სადმე წავიდე, გავერთო, მაგრამ გამოთვლილი მაქვს დრო, ამ საათიდან ამ საათამდე ეს მაქვს გასაკეთებელი, მისახედი, ვენახში ვარ წასასვლელი, სახლი, სადილი. ამიტომაც ორშაბათი და პარასკევი ჩვენთვის არის ზეიმის, სიამოვნების დღე. მოვწესრიგდებით, საოჯახო საქმეებისგან გამოვერთვებით და საკუთარი თავებისთვის ვართ”, _ გვიხსნის ლეილა.

“ძალიან მიხარია, რომ ამ კურსებზე დავდივარ. 64 წლის ვარ, მაგრამ ახალგაზრდა გოგოებთან ერთად ვარ. ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე. საჭიროა გაგრძელება. შარშან თუ ცოტა ძნელი იყო, წელს უფრო ადვილი იქნება. 15 წელი ვიყავი ყაზახეთში, ქართული დავიწყებული მქონდა. რუსულად ვლაპარაკობდი”, _ თითქმის გამართული ქართულით გვეუბნება ხეირანი და მადლიერია, რომ თავისი სოფლის პრობლემებზე საუბარი შეუძლია.

კიდევ ერთი მოსწავლე, მადინა ბაღაკაშვილი კი იმაზე გველაპარაკა, რამდენად პრობლემურია განათლების საკითხები ყარაჯალაში და როგორ სჭირდებათ ახალგაზრდებს ქართული ენის კურსი.

სამომავლოდ ლეილას მიზანი მისი ორგანიზაციის კიდევ უფრო გაფართოება და ახალი წევრების მიღებაა, რათა მეტი ქალი იყოს დაცული, მხარდაჭერილი და მოტივირებული. იმ ქალებს კი, ვისაც ჯერ არ უპოვიათ საკუთარი საქმე ან მსგავსი შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ, ლეილა მარტივ კითხვას უსვამს და რამდენიმე რჩევას უტოვებს:

„თქვენი დედების შემხედვარეებს ხომ გჯერათ, რომ ძალიან ძლიერები არიან ქალები?! არასდროს არაფერი არ არის გვიანი. გაჩერება, ხელების ჩამოყრა, ბედთან შეგუება, “მაინც არ გამომივა”, “რაღა დროს ჩემი ეგ არის”, უნდა დაივიწყოთ. იყავით თამამები გადაწყვეტილების მიღებისას, მერე სხვებიც აგყვებიან“.

ავტორი: ლანა როყვა

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

21:47; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

მარში მზიას თავისუფლებისთვის

21:02; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3 იანვარი, 2026

გაფრთხილება მძღოლებს- სად არის აკრძალული მოძრაობა და სად დასაშვები

Politico: აშშ-მ  შეიძლება მესამე ქვეყნებს მისცეს ნებრათვა  უკრაინისთვის  F-16 გამანადგურებლების გადაცემის

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

21:47; 3.01.2026
საზოგადოება

მარში მზიას თავისუფლებისთვის

21:02; 3.01.2026
მსოფლიო

ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

19:42; 3.01.2026
სამართალი

“სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”

17:58; 3.01.2026
მსოფლიო

რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

16:30; 3.01.2026
მსოფლიო

მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

16:18; 3.01.2026
ფინანსები

პაატა კუნჭულია: „მთავარია, რომ არის მშვიდობა“

15:54; 3.01.2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3.01.2026
სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3.01.2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9:43; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

9:34; 3.01.2026
ზაფრანი

როგორ გავატაროთ ახალი წლის 12 დღე

9:26; 3.01.2026
ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო