ფრანგ კინომსახიობსა და მომღერალს მორის შევალიეს ერთხელ სასტუმროში 500 ფრანკიანი საკრედიტო ბილეთი დაეკარგა.
მალე მოსამსახურე ბიჭმა კარზე დააკაკუნა და მსახიობს დაკარგული ფული გადასცა, თან მოკრძალებით დადგა გასამრჯელოს მოლოდინში. გახარებულმა შევალიემ თავი მაინც ვერ შეიკავა შენიშვნისაგან.
– მე დავკარგე ერთი 500 ფრანკიანი კუპიურა და არა ათი 50 ფრანკიანი.
– თქვენ მართალი ბრძანდებით, – უპასუხა ბიჭმა, – უკანასკნელად, ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს მივუტანე დაკარგული დიდი თანხის ბანკნოტი, მას კი არ აღმოაჩნდა ხურდა ფული.
ავტორი