თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებული იქნება დროშები.
შეგახსენებთ, რომ 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეზე (11 მილი) ქალაქ გაზიანტეპთან.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.