მეცნიერებმა ლუდში მოლეკულა აღმოაჩინეს, რომელიც ებრძვის ჭარბი წონის დაგროვებას, ხელს უწყობს კუნთების მასის ზრდას და სიცოცხლის გახანგრძლივებას.
მკვლევარები ნიკოტინამიდის რიბოზიდზე საუბრობენ. ეს მოლეკულა პატარა ზომით გამოირჩევა და იგი აქამდე რძეში იყო აღმოჩენილი. მისი პოზიტიური ეფექტი მღრნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა.
თაგვები, რომლებსაც ცხიმებით მდიდარი პროდუქტებით კვებავდნენ, ამავდროულად ათი კვირის მანძილზე მოლეკულას აძლევდნენ. შედეგად, ამ თაგვებმა 60%-ით ნაკლები წონა მოიმატეს, ვიდრე იმ ჯგუფის მღრნელებმა, რომლებიც ამ მოლეკულას არ იღებდნენ. გარდა ამისა, სასარგებლო მოლეკულამ თაგვების კუნთები გააძლიერა.
აქვს თუ არა ასეთივე პოზიტიური ეფექტი მოლეკულას ადამიანებზე, ამის დადგენას მეცნიერები უახლოეს მომავალში დაგეგმილი ექსპერიმენტებით შეეცდებიან.
ავტორი