თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, ჩვენი საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება, _ ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საელჩო ავრცელებს.
მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალი ქვემოთაა მოცემული. საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.
– ქურთუკი-პალტო
– საწვიმარი
-ჯამპერი
– ხელთათმანი
– შარფი – კაშნე
– ბერეტი
– წინდა
– საბანი
– საძილე ტომარა
– საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
– ბავშვთა კვება
– ბავშვის საფენები
– დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
– ქალის ჰიგიენური პაკეტები
მსურველებს შეუძლიათ დახმარება მოიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.
1- თურქეთის საელჩო
ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
ქართულ ენაზე სატელეფონო ზარებისათვის – დურან ქარაბაჯაქი 577200914
2- GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
gurtiad@gurtiad.ge
მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
3- MÜSİAD
ი. ჭავჭავაძის პრ. #37
Musiadtbilisi@hotmail.com
ხათუნა: 557 505 946
4- შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი
ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
ისა ალთუნი: 577 562 007
პატივისცემით,
თურქეთის რესპუბლიკის საელჩო