გვინეური ღორი, სახელად ტრაფლსი, მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში.
მას შემდეგ, რაც ღორის პატრონმა, ქლოი მაკარიმ, გაიგო ღორებს შორის სიგრძეზე ხტომის რეკორდის არსებობა, რომელიც იმ დროისათვის 19 სანტიმეტრი იყო, თავის ოთხფეხა შეგირდს დაამყარებინა ახალი რეკორდი!
მან ღორი დასვა ერთ ყუთზე, ხოლო მეორე ყუთზე დაუდო მისი საყვარელი საჭმელი – კიტრის ნატეხი. ასე დამყარდა ახალი მსოფლიო რეკორდი – ნახტომის სიგრძე აღმოჩნად 30 სანტიმეტრი, რომელიც დააფიქსირეს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა.
ამჟამად ტრაფლსი ვარჯიშობს, რათა დაძლიოს სიმაღლეზე ხტომის რეკორდი ღორთა შორის, რომელიც არ გაუმჯობესებულა 2003 წლიდან!
ავტორი