BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21 000-მდე გაიზარდა.
თურქეთის პრეზიდენტმა მომხდარს “საუკუნის კატასტროფა” უწოდა.
მსოფლიო ბანკი თურქეთს დაპირდა 1,78 მილიარდი დოლარის (1,38 მილიარდი ფუნტი) დახმარებას. მათ შორის დაუყონებლივ დაფინანსებას ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მიწისძვრებით დაზარალებულთა დასახმარებლად.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორივე ქვეყანას 85 მილიონი დოლარის პაკეტი დაპირდა.
იმავდროულად, ადგილზე 100,000 ან მეტი მაშველი პერსონალის ძალისხმევას აფერხებს ლოჯისტიკური დაბრკოლებები, მათ შორის მანქანების დეფიციტი და განადგურებული გზები.
ადგილზე სამაშველო სამუშაოებს უკრაინელი პერსონალი შეუერთდა და დიდი ბრიტანეთი საველე ჰოსპიტალს აყალიბებს, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააფრთხილა ჯანდაცვის კრიზისის შესახებ, რადგან გადარჩენილები თავშესაფრის, საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან.