ვარკეთილში მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით, 7 საათზე მოხდა.
ადგილზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერა, რომელშიც არსებული ინფორმაციით, ჩანს, რომ მაღაზიაში სამი არასრულწლოვანი შევიდა. ქურდობის შედეგად, “ორი ნაბიჯიდან” წაღებულია თამბაქო.
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და ანაბეჭდებს იღებენ.
ადგილობრივების თქმით, მაღაზია რამდენიმე დღის წინაც გაქურდეს და მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.
გამოძიება დაწყებულია, თუმცა ასაკის გამო, სავარაუდო დამნაშავეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დგება.
წყარო: mtavari.tv