La Gazzetta dello Sport წერს, რომ დიდი შანსია, ვიქტორ ოსიმენმა დღეს ხვიჩა კვარაცხელიას იმავე საჩუქარით უპასუხოს, რაც ქართველმა ნიგერიელისთვის წინა ტურში გააკეთა.
მოგეხსენებათ, კალჩოს გასულ ტურში “სპეციასთან” დაპირისპირებაში მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა ვიქტორს მისცა პასი და გოლი აქტივში სწორედ ოსიმენს ჩაეწერა.
“ყველას კარგად ახსოვს ჩემპიონთა ლიგის მატჩი, როდესაც ოსიმენმა “აიაქსთან” დაპირისპირებაში ბურთი ხვიჩას მისცა და პენალტი სწორედ ქართველმა გაიატანა.
აშკარაა, რომ ამ ორ ფეხბურთელს დიდი ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა აქვთ, ამას სერია A-ს გასულ ტურში მომხდარი ფაქტიც მოწმობს.
დიდია ალბათობა, რომ დღეს ნიგერიელმა ქართველს მსგავსი ჟესტით უპასუხოს და მას საჩუქარი გაუკეთოს, ვიქტორის სურვილი თანაგუნდელებთან ერთად სწორედ ესაა. დღეს ხვიჩას დაბადების დღეა და მთელს გუნდს უნდა, რომ ეს ლამაზი დღე კვარაცხელიას გოლით იზეიმონ”, – წერს La Gazzetta dello Sport.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლისა” და “კრემონეზეს” მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
წყარო: sportall.ge