“სისულელეს ავრცელებენ, დიდი მიწისძვრა იქნება, ვიღაც სეისმოლოგმა, ქურიძემ თქვაო.
ამ ქვეყანას სულ 5 სეისმოლოგი ჰყვას. თან ხუთივე ერთმანეთს ვიცნობთ. ქურიძე სეისმოლოგი არ გაგვიგია.
მერე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჭორს ავრცელევენ გოდოლაძემაც თქვაო.
არ შეიძლება ხალხის ასეთ დღეში ჩაგდება. ძალიან ცუდი ხუმრობაა ეს!”_ ამ პოსტს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ავრცელებს.
გოდოლაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:
“უმორჩილესად გთხოვთ! არ აყვეთ და ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორს. ვიღაც ერთობა ამ ინბოქსში მესიჯების გზავნით, დიდი მიწისძვრა იქნებაო!
არ კეთდება მიწისძვრის პროგნოზი არა!”