ბელგიის სამოყვარულო კლუბების Winkel Sport-სა და Westrosebeck-ს მატჩის მსვლელობისას, მოულოდნელად “ვინკელ სპორტის” 25 წლის მეკარე არნე ესპილი გარდაიცვალა.
მან პენალტი მოიგერია, რის შემდეგაც მოედანზე დაეცა და შეუძლოდ გახდა. მეკარეს პირველადი დახმარება სტადიონზევე დეფიბრილატორით გაუწიეს, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე კი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
“ეს ჩვენთვის ტრაგედიაა და შოკია. არნე იყო შესანიშნავი ბიჭი, ყოველთვის მეგობრული და მზად იყო დასახმარებლად. ეს ნამდვილი დარტყმაა. პირველ რიგში, მისი ოჯახისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენგანისთვის”, – ციტირებს Winkel Sport კლუბის სპორტული დირექტორის პატრიკ როთსარტის სიტყვებს Het Nieuwsblad.