ისრაელში თვითმკვლელ–ტერორისტებს ავლენენ არა ძაღლები, არამედ – თაგვები.
როგორც აღმოჩნდა, თაგვები ასაფეთქებელ მოწყობილობას გაცილებით უკეთ აგნებენ, ვიდრე ძაღლები. ამით ისარგებლეს ისრაელის სპეც-სამსახურებმა, რომლებიც თაგვებს იყენებენ აეროპორტების დასაცავად. ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებულ ადამიანებს ახლა უკვე მღრღნელების მეშვეობით განაიარაღებენ.
მექანიზმი მარტივია – ელექტრული განმუხტვის მეშვეობით თაგვებში ნერგავენ ისეთსავე შიშს ჰექსაგენის სუნის მიმართ, როგორიც მათ აქვთ კატის სუნის მიმართ.
ერთდროულად მორიგეობს რვა თაგვი. სახიფათო სუნის შემჩნევისთანავე ისინი მყისიერად იმალებიან სპეციალურ ბუნკერში, ხოლო მებაჟის წინ ჩაირთვება განგაშის სიგნალი. თაგვმა იცის, რომ სუნის შეგრძნობას მოჰყვება დენის დარტყმა და იმალება ბუნკერში. თითოეულ მათგანს თავში ჩამონტაჟებული ავს „ჩიპი“. თუ ბუნკერს თავი შეაფარა ორზე მეტმა თაგვმა, ინთება ნათურა. თაგვების დაგეშვა სუნზე თვეზე ნაკლებ დროში ხდება. ცვლა რვა საათიანია – უფრო მეტს თაგვის ცხვირი ვერ უძლებს.
ავტორი