თურქეთში საქართველოს ელჩის ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალება, ერთს კი ისევ ეძებენ. ელჩი წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც ქართველ მაშველებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.
“დადასტურა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში”, – თქვა ელჩმა, გიორგი ჯანღავამ.
გასულ ორშაბათს მომხდარ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 34 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
წყარო:mtavari.tv