ამერიკის შეერთებული შტატები მოქალაქეებს რუსეთის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო მოსკოვში განცხადებას ავრცელებს.
“არ იმოგზაუროთ რუსეთში აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ. გამოიჩინეთ გაზრდილი სიფრთხილე არასწორი დაკავების რისკის გამო”,_ აღნიშნულია განცხადებაში.