თურქეთი არასოდეს დაივიწყებს მეგობრობას და დახმარებას, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობისგან გასულ კვირას დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ,_ განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებმაც დახმარება გაუწიეს და გაგზავნეს სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები თურქეთში.
„სტიქიამ კიდევ ერთხელ აჩვენა საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობა”,_ განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა გაიხსენა, რომ ქვეყანა 6 თებერვალს, 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორმა მიწისძვრამ დააზარალა, რამაც 13,5 მილიონი ადამიანით დასახლებული 10 პროვინციის 500 კილომეტრის სიგანის რეგიონი მოიცვა.
„მიმდებარე ქალაქებთან ერთად, სადაც ბიძგები იგრძნობოდა, სტიქიამ 20 მილიონამდე ადამიანი დააზარალა. მეცნიერთა აზრით, ამ მიწისძვრების შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია ისეთივე ძლიერია, როგორც 500 ატომური ბომბი. ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტიქიურ უბედურებას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არამედ მთელი კაცობრიობის“, – აღნიშნა მან.