გურიაში, კონკრეტულად კი ოზურგეთში, თებერვლის შუა რიცხვები, უცნაური არეულობით გამოირჩევა. დილიდან ხან თოვს, ხან წვიმს, ხანაც მზეა და ქარსაც არ იშურებს ამინდის მბრძანებელი.
დღეს, დილიდან თოვდა, მერე იკლო, ქარმა დაუბერა და მზეც გამოჩნდა.
ოზურგეთის ქუჩებში, ბაზარში განსაკუთრებით, აქ მომუშავეებმა და სერვისის თანამშრომლებმა ნიჩბები მოიმარჯვეს, შესასვლელი გზის თოვლისგან გასასუფთავებლად. ქუჩებში მოსიარულე მძღოლები, სიფრთხილის მიუხედავად, ვერ ახერხებენ ისე სვლას, თოვლჭყაპის შხეფები რომ აცდეთ ფეხით მოსიარულეებს და ისმის უკმაყოფილო ხმები.
ამ დროისთვის ქარი უბერავს და წვრილ ფანტელებთან ერთად წვიმასაც ურევს.
ფურისულები კი მაინც უდრეკად დგანან ვარდისფერი კაბებით და ოდნავადაც არ დრკებიან „თებერვლის ბერვაზე“.
ავტორი