ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის შეხვდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, – ინფორმაციას ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო belta ავრცელებს.
ლუკაშენკომ ჯო ბაიდენს პუტინთან შესახვედრად მინსკში მიიწვია და თვითმფრინავის გაგზავნას დაპირდა.
“რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა?ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა, ბოინგს და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ.
არა, ის აქ არ მოვა, მაგრამ ომის შეჩერების მიზნით, ხალხის არ მოკვლის მიზნით, ღირდა. ის დარჩება პოლონეთში, რადგან პოლონეთი ევროპის ჰიენაა და დღეს, უპირველეს ყოვლისა, ის თამაშობს ყველაზე აქტიურ როლს უკრაინაში ომის ესკალაციაში. ის ყველაზე მეტად ყვირის, ვიდრე ამერიკელები. ამიტომ გეპატიჟებით თქვენ და თქვენს პრეზიდენტს მინსკში. ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ უსაფრთხოებას, კომფორტს. და რაც მთავარია, ის გაფრინდება აქედან კმაყოფილი, ვნახოთ როგორ ჩამოვა”, – თქვა ლუკაშენკომ
ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას 20-22 თებერვალს გეგმავს.
ავტორი