განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტარმა ლადო კახაძემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში ექიმის როლის გაძლიერებაზე.
კახაძემ ამოაყენა ინიციატივა, მას შემდეგ, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასრულდება ექიმის ინსტიტუტის დანერგვის პროცესი, სამედიცინო მუშაკების ანაზღაურება ორი კომპონენტით განისაზღვროს – როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის და როგორც განმანათლებლის, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის მედპერსონალს მოსწავლეებთან სხვადასხვა თემაზე უწევთ საუბარი.
„სკოლაში ექიმის დაბრუნება, იყო ძალიან კარგი ნაბიჯი – 2024 წელს, როდესაც როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საკადრო ნაწილში დავასრულებთ ამ რეფორმას, შემომაქვს წინადადება, სკოლის ექიმის დაფინანსება გახდეს ორკომპონენტიანი – ერთი როგორც ექიმის და ერთი, როგორც განმანათლებლის, მით უმეტეს, რომ ბავშვებს, სამედიცინო პერსონალის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა კარგად ამახსოვრდებათ“, – აღნიშნა კახაძემ.