ჩოხატაურში მოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა ხიდისთავის მიმართულებითაც. მგზავრებს ტრანსპორტი ამ დროისთვის ვერ ემსახურება.
როგორც ჩვენთან საუბარში მძღოლი ამბობს, სამარშრუტო ტაქსის ეზოდან გადაყვანას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან თოვლი მაღალია და ეზოს წმენდს.
რაც შეეხება ზოგადად ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში არსებულ მდგომარეობას, მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ბენია ლომაძე ამბობს, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ნახევარი სოფელი გავწმინდეთ. დანარჩენი ტერიტორიაც აუცილებლად გაიწმინდება”,_ ამბობს ლომაძე.
ავტორი