როგორც უკვე ვწერდით, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა მადრიდში – ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. “კანონიერი ქურდების” დაკავება – ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი მედია.
ასევე ვრცელდება მასშტაბური სპეცოპერაციის კადრები.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე
შეგახსენებთ, რომ მადრიდის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
საუბარია სულ მცირე 14 სახლზე. ესპანური მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩხრეკა 7 მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მოპარული ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები. საერთაშორისო მედია არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაიზარდოს.