შინაგან საქმეთა სამინისტრო მასშტაბურ სპეცოპერაციებს ატარებს ნარკორეალიზატორების დასაკავებლად.
გასული წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავეს, მათ შორის, 46 ნარკორეალიზატორია. პოლიციამ, ჯამში, 2022 წელს, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.
პოლიცია განაგრძობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებას, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ასევე განაგრძობს აქტიურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ.
წყარო: პრაიმტაიმი