რუსეთის შეჭრა უკრაინაში უნდა შეწყდეს. ამან არა მხოლოდ მშვიდობის დესტაბილიზაცია გამოიწვია, არამედ გავლენა მოახდინა ქვეყანაში ფასებზე,_ აღნიშნული განცხადება არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სანტიაგო კაფიერომ გააკეთა.
”ლათინური ამერიკა არის მშვიდობის ზონა, მშვიდობის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ზონა. ჩვენ არ გვაქვს სამხედრო განვითარება და არ გვაქვს სამხედრო ინფრასტრუქტურა იმ ომში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დასრულებასაც მოვითხოვთ. ომი არ უნდა გაგრძელდეს. რუსეთის შეჭრა თავიდანვე დავგმეთ, რადგან არგენტინას მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ დაირღვა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. არგენტინას ყოველთვის ჰქონდა იგივე გზავნილი საერთაშორისო ფორუმებზე. რაც ჩვენ გვჭირდება არის მშვიდობა და ესკალაცია მხოლოდ გაანადგურებს … განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გრძელვადიან მშვიდობას,” – განაცხადა კაფიერომ.
მან აღნიშნა, რომ ომმა, რომელიც დაიწყო COVID-19 პანდემიის შემდეგ, გამოიწვია საკვების, სასუქებისა და ენერგიის ფასების ზრდა, რამაც ასევე იმოქმედა არგენტინაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ მწარმოებლები, ფასებზე ზემოქმედებამ, რა თქმა უნდა, მაღალი ინფლაცია გამოიწვია“, – თქვა მან.