პუტინი უკრაინას სასაზღვრო რუსულ სოფელში „ტერორისტულ აქტში“ ადანაშაულებს.
როგორც BBC იუწყება, ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ “უკრაინელმა დივერსანტებმა” საზღვრისპირა სოფელ ლიუბეჩანეში სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მამაკაცი დაიღუპა და 10 წლის ბიჭი დაიჭრა.
გუშინ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „დღეს მათ ჩაიდინეს მორიგი ტერორისტული აქტი, კიდევ ერთი დანაშაული, შეაღწიეს სასაზღვრო ზონაში და ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას“.
„მათ დაინახეს, რომ სამოქალაქო მანქანა იყო, მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები ისხდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ისინი ვერაფერს მიაღწევენ, ჩვენ დავაჭერთ მათ”, – თქვა
კიევმა კატეგორიულად უარყო რუსული პრეტენზია.
სავარაუდო ინციდენტი დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული.