მსოფლიო სიმსუქნის ფედერაციაში აცხადებენ, რომ 2035 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბწონიანი იქნება, თუ პრევენცია, მკურნალობა და მხარდაჭერა არ გაუმჯობესდება. ჭარბი წონისა და სიმსუქნის ეკონომიკური გავლენა 2035 წლისთვის 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
“ოთხ მილიარდზე მეტი ადამიანი დაზარალდება, მაჩვენებლები ყველაზე სწრაფად იზრდება ბავშვებში. აფრიკისა და აზიის დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ყველაზე დიდი ზრდაა მოსალოდნელი”,_ ნათქვამია მოხსენებაში.
ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუიზ ბაურმა, ანგარიშის დასკვნები აღწერა, როგორც მკაფიო გაფრთხილება ქვეყნებისთვის, რომ იმოქმედონ ახლა.
დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს „ხშირად ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ სიმსუქნეზე და მის შედეგებზე რეაგირება“.
დასკვნები ვარაუდობენ, რომ სიმსუქნის მაჩვენებლების ზრდა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, რაც უტოლდება გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მისი აღიარება სიმსუქნის ეკონომიკური გავლენის შესახებ „არანაირად არ არის სიმსუქნით მცხოვრები ადამიანების ბრალის ასახვა“.
ანგარიშში გამოქვეყნებული მონაცემები გაეროს ორშაბათს წარედგინება.
სიმსუქნე არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც გამოიყენება სხეულის ცხიმის მაღალი ჭარბი მქონე ადამიანის აღსაწერად.
ანგარიში იყენებს სხეულის მასის ინდექსს (BMI) შეფასების გასაკეთებლად. BMI გამოითვლება ზრდასრული ადამიანის წონის გაყოფით მათი სიმაღლის კვადრატზე.