დინამო თბილისის აკადემია ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით ახორციელებს საპილოტე პროექტს „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლები რეგიონებში“.
აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ და პროექტის მენეჯერმა გია ისიანმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პროექტი ითვალისწინებს ტალანტების მოძიებას, მწვრთნელების გადამზადებას, ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში, რეგიონული ნაკრები გუნდების შექმნას, რეგიონული ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved