იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს და ხსნის, თუ რატომ არის ის რუსული.
“ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, თუ რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია.
მესმის მსგავსი კანონი არსებობს ამერიკაში და რუსეთშიო. პირველი იცავს ამერიკას 1938 წლიდან ნაცისტური, საბჭოთა და ტერორისტული საფთხეებისგან. მეორე კანონი „იცავს“ რუსეთს ამერიკის და ევროკავშირისგან.
ჩვენთან კანონი „დაიცავს“ ქვეყანას, ისევე როგორც რუსეთში, ამერიკისგან და ევროკავშირისგან მომავალი საფრთხეებისგან.
ლოგიკა მარტივია – კანონი მაშასადამე რუსულია.
#გაიწვიეთკანონპროექტი”, _ წერს კულუმბეგოვი.