რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ იტალიის კომპოს ტბასთან მდებარე ერთ-ერთი ვილა შეიძინა. ჯორჯს ეს ადგილი ძალიან უყვარს და გადაღებებისგან თავისუფალ დროს მუდმივად იქ ატარებს.
იტალიური მასმედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ კლუნის სახლის მონახულება ბელგიელმა ტურისტებმა მოისურვეს.
მოგზაურებმა თავდაპირველად დალიეს, შემდეგ კი მსახიობის პირადად გაცნობა მოინდომეს. იმ დღეებში კლუნი იტალიაში არ იმყოფებოდა.
ბელგიელები ჯორჯის სახლის ჭიშკარს მიადგნენ და დაცვას ტერიტორიაზე შეშვება მოსთხოვეს. „ცენტურიონმა“ სპეციალურ მონიტორს არც კი შეხედა და დაუპატიჟებელ სტუმრებს კარი გაუღო.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტურისტები სახლში შევიდნენ და კლუნის ძებნა დაიწყეს. მათდა სამწუხაროდ, მოსამსახურე ქალს გადაეყარნენ, რომელმაც სასწრაფოდ ადგილობრივ პოლიციაში დარეკა.
ბელგიელები დააკავეს და სხვის საცხოვრებელში არასანქცირებულ შეჭრაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით ისინი მაინც შეიცოდეს და თავდებით გაათავისუფლეს.
ავტორი