დაახლოებით, ორი საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მორიგი ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანგრძლივი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყრული მოვლენების შესახებ.
ადგილობრივი მოსახლეობა ფონა- ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩამოსული მეწყერის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს და უარესის მოლოდინში შიშს გამოხატავს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუდებელი წვიმების და თოვლის დნობის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საავტომობილო გზები დაზიანდა და მოძრაობა ჩაიკეტა.
ავტორი