სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზემო სურების, შუა სურებისა და დიდი ვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში საერთო კრებები გამართა.
ასევე, მერმა სოფელ ზემო სურებში ახალი ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის განსახორციელებლად ქვეყნის მასშტაბით 40 600 000 ლარი განისაზღვრა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის 730 000 ლარია გამოყოფილი. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved