გამოცემამ The Sun ცნობილ ბრიტანელ მსახიობ რობერტ პატინსონს ინტერვიუ ჩამოართვა. კინომსახიობმა საკუთარი ბიოგრაფიის შესახებ რამდენიმე უცნობი დეტალი გაამხილა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
„ოთხი წლის ასაკიდან პიანინოზე დაკვრას მაიძულებდნენ. ხუთიდან დავიწყე გიტარის ათვისება. ვცდილობდი ბლუზი დამეკრა. არ შემიძლია თავს ვირტუოზი ვუწოდო, თუმცა, მეგობრები ამბობენ, რომ არცთუ ურიგოდ ვუკრავ და ვმღერი. შეიძლება, უბრალოდ, მეპირფერებიან კიდეც, მე კი არ მიმაჩნია საკუთარი შემოქმედება საჯაროდ გამომზეურების ღირსად.“
„ერთხელ, ფილმის გადასაღებ მოედანზე ჩემი კოლეგით მოვიხიბლე და მთელი 15 წუთი ვუმხელდი ოპერატორს მასთან დაკავშირებულ სექსუალურ ფანტაზიებს. მაგრამ გაირკვა, რომ ეს ოპერატორი მამა გახლდათ ქალიშვილისა, რომელიც ასე მომეწონა. საერთოდაც, გამუდმებით ვხვდები სულელურ სიტუაციებში, როცა საქმე ქალებთან ჩემს დამოკიდებულებას ეხება. თუ პირველ სიყვარულზე მკითხავთ რამეს, ვერ გიპასუხებთ, რადგან თითქმის აღარ მახსოვს, მით უფრო – წვრილმანები. კერძოდ გოგონა იყო ის თუ ბიჭი? დღეს კრისტენ სტიუარტთან ვარ, მაგრამ ეს რამეს ნიშნავს? ვინ თქვა, რომ არ შეიძლება სხვა ქალიც მომეწონოს?“
„ყველაზე მეტად მიყვარს შემწვარი კარტოფილი და მაკარონი, მაგრამ ასეთ უბრალო საჭმელსაც კი მხოლოდ რესტორანში თუ შევჭამ, რადგან თვითონ ერბო-კვერცხის მომზადებას ვახერხებ და იმასაც პირდაპირ ტაფიდან ვჭამ, რადგან თეფშზე გადმოტანა არ შემიძლია.“
ავტორი